• October

    16

    2026
  • 122
  • 0
ექსკლუზივი : რატომ ,,ჩაიხუტა” მორგოშიასგან გამოპანღურებული ,,ვირთხა” ირაკლი ჯანყარაშვილი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ ?

ექსკლუზივი : რატომ ,,ჩაიხუტა” მორგოშიასგან გამოპანღურებული ,,ვირთხა” ირაკლი ჯანყარაშვილი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ ?

როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, მამუკა მდინარაძის ,,მჯღაპვნელი” ,,პატარა ვირთხა” ირაკლი ჯანყარაშვილი ჩვენი მედიის მიმართ გაჟღერებულ არაერთ ბრალდებაში ხაზგასმით აქცენტირებდა ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. ამიტომაც ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა დეტალურად მოიკვლია ირაკლი ჯანყარაშვილის ფრაგმენტული დამფინანსებლები და ის წყაროები, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ ამ არსების მათხოვრულ ამეკიდე ბუნებაზე.

საგულისხმოა, რომ ირაკლი ჯანყარაშვილს საკუთარი ე.წ. მედიაც არარეგისტრირებული ფორმით აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ დაურეგისტრირებია იურიდიული პირი, შესაბამისად, არ აუღია პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ბიუჯეტის წინაშე საშემოსავლო და სხვა სახის მოსაკრებლების გადახდაზე, რითაც, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ ანგარიშსწორებას აწარმოებს ქეშად ან პირადი გარიგებების საფუძველზე, როგორც ფიზიკურ პირთან და შესაბამისად, ექვემდებარება გაძლიერებულ საშემოსავლო კონტროლს. 

ჩვენ დავადგინეთ, რომ ,,ვირთხა” ჯანყარაშვილის თავდაპირველი შემოსავლები ძირითადად სხვადასხვა მეტ-ნაკლებად ცნობილ პირებზე ხვეწნა-მუდარით გამოძალული 15-20 ლარი იყო, დროთა განმავლობაში კი თანხის ოდენობა 50-100 ლარამდე გაიზარდა, ხოლო იშვიათ შემთხვევაში მას ,,ჯეკპოტიც” მოუხსნია.

,,საილუსტრაციოდ გავიხსენებდით ქლესა ჯანყარაშვილის მიერ კოკა მორგოშიასთვის ,,გამოძალულ” 300 ევროს, რის შესახებაც კონფიდენციალურმა წყარომ მოგვითხრო. როდესაც ჩვენ წინა საგამოძიებო სტატიაში აღვნიშნეთ საეჭვო კონტაქტების შესახებ მამუკა მდინარაძესა და ირაკლი ჯანყარაშვილს შორის ამ მიმართულებით შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე ნოყიერი მტკიცებულება კოკა მორგოშიას მიერ მამუკა მდინარაძისთვის ნაჩუქარი ავტომობილიც შეიძლება აღმოჩნდეს, მით უფრო იმასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ სწორედაც მორგოშიამ დაახლოვა ეს ვირთხა მდინარაძესთან, თუმცა, დროთა განმავლობაში თავიდან მოიშორა და საახლობლო წრიდან გამოაპანღურა ჯანყარაშვილი” – გვიმტკიცებს წყარო.

რაც შეეხება უფრო დიდ ღლავს – არსებობს ჩვენი ძალოვანი წყაროს მიერ გადამოწმებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ირაკლი ჯანყარაშვილი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მამუკა ფიფიას მაგისტრალურ ვენაზე დიდი ,,ბაიანითაა” შემჯდარი და კარგად სწოვს დაფინანსებას. ამიტომაც, იყო და არა იყო რა, ამაზე უკეთესი რა იქნებოდა და ჯანყარაშვილიც ყველას მლანძღველი და ფიფიას ყოველდღიურად მაქებარი გამოჩნდა. 

P.S. მომდევნო მასალაში ჩვენ დეტალურად მოგითხრობთ ,,პატარა ვირთხა” ჯანყარაშვილის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცალკეულ გამორჩეულ წევრებზე დაგეშვის ამბავს, რასაც თან ახლავს საპირისპირო მხარის მისთვის სასურველი ადვოკატების მიმართ ფეხქვეშ გაგება. ეს ორივე მოვლენა კიდევ ერთხელ შესწავლილი და გაანალიზებული იქნება ჩვენი გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ და ახალი საგამოძიებო მასალის სახით მიეწოდება ჩვენს მკითხველს.

ქეთი ხომერიკი, ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor