• June

    15

    2026
  • 36
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერამდე პერიოდში თავიდან უნდა ავიცილოთ რიტორიკა, პროვოკაციები და ქმედებები, რომლებმაც შეიძლება, დაძაბულობა გაამწვავოს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერამდე პერიოდში თავიდან უნდა ავიცილოთ რიტორიკა, პროვოკაციები და ქმედებები, რომლებმაც შეიძლება, დაძაბულობა გაამწვავოს

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც მსოფლიოს დიდი ხანია, სჭირდებოდა, საფუძველს ჩაუყრის ჩვენს რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი წერს.

ერდოღანმა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვანი განვითარება უწოდა, რომელიც, მისი თქმით, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას ემსახურება.

„მკაფიოდ ვუსვამ ხაზს, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე პერიოდში თავიდან უნდა ავიცილოთ რიტორიკა, პროვოკაციები და ქმედებები, რომლებმაც შეიძლება, დაძაბულობა გაამწვავოს, ასევე ვიყოთ ფრთხილად შესაძლო საბოტაჟის მიმართ”, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პაკისტანს შუამავლობის პროცესში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, ასევე შეერთებულ შტატებსა და ირანს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის.

ამასთან, ერდოღანმა მადლობა გადაუხადა კატარსა და საუდის არაბეთს დიპლომატიური ინიციატივების მიმართ მხარდაჭერისთვის.

„თურქეთი გააგრძელებს ყველა ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებისკენ ჩვენს რეგიონში და საერთაშორისო სამართალსა და დიპლომატიაზე დაფუძნებული გრძელვადიანი გადაწყვეტილებებისკენ”,- წერს ერდოღანი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor