• October

    26

    2026
  • 56
  • 0
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – პოლიტიკასა და საგარეო პოლიტიკაში ჩვენი ერთადერთი კომპასი თურქეთის ინტერესებია

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – პოლიტიკასა და საგარეო პოლიტიკაში ჩვენი ერთადერთი კომპასი თურქეთის ინტერესებია

პოლიტიკასა და საგარეო პოლიტიკაში ჩვენი ერთადერთი კომპასი თურქეთის ინტერესებია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„თუნდაც ამას გარკვეული საფასურის გადახდა დასჭირდეს, ჩვენ არასდროს ვიყოყმანებთ, გავაკეთოთ ის, რაც სწორი და სასარგებლოა თურქეთისა და თურქი ერისთვის”, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი არის ქვეყანა, სადაც ყველა კუთხეში მშვიდობა და სიმშვიდე სუფევს და ეს არის ქვეყანა, სადაც 86 მილიონი ადამიანი ერთიანობასა და ჰარმონიაში ცხოვრობს.

„ეს არის მშვიდობის ნავსაყუდელი თავის რეგიონში. თუ არიან ისეთები, რომლებიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით გამხნევებულნი, მსგავსი მცდელობის განხორციელებაზე ოცნებობენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ თურქეთი ქუჩაში არ უპოვიათ; და არც ისეთი ქვეყანაა, რომელიც ქუჩას გადაეცემა“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ანკარა იბრძვის ტანჯვის შემსუბუქებისთვის და სისხლისღვრის შესაჩერებლად, რომელსაც რეგიონში ის ძალები იწვევენ, რომლებიც საკუთარი ექსპანსიონისტური ამბიციებით ცეცხლზე ნავთს ასხამენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor