• October

    22

    2024
  • 73
  • 0
რიკოთის მაგისტრალის დამატებით 12-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალის დამატებით 12-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით.

რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთზე მიმდინარეობდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის სრულად გახსნილი იქნება სამი მონაკვეთი (ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი-არგვეთა) და პირველი (ჩუმათელეთი-ხევის) 11 კმ-იანი მონაკვეთის 7 კმ. მათ შორის, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ისტორიული, ახლად რეაბილიტირებული გვირაბით და მისი პარალელური ახალი გვირაბით.

საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სულ შენდება 52 კმ-იანი 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4-ზოლიანი გზის 48 კმ-ით, 49 გვირაბითა და 88 ხიდით. ჩუმეთელეთი-ხევის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება ინტენსიური სამუშაოები. დასკვნით ეტაპზეა ფერდების, მათ შორის, 149-ე კმ-ზე მდებარე ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება გზის მშენებლობა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რომ წლის ბოლომდე დასრულდება გზის ვაკისის მოწყობა და კლიმატური პირობების შესაბამისად, ტექნოლოგიური პარამეტრებისა და მოთხოვნების აუცილებელი დაცვით, დაიგება გზის საფარი. გზის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია.

„რიკოთის გახსნილი 48 კმ-იანი მაგისტრალური გზა 8 კმ-ით ამცირებს მგზავრობის მანძილს და, სულ მცირე, ანახევრებს გადაადგილების დროს. ახალი გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მსოფლიო ბანკისგან (WB) მიღებული სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor