• April

    20

    2026
  • 180
  • 0
როცა პასუხისმგებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმაური – მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის პოლიტიკა და რეალობა, რომელსაც პოპულიზმი ვერ ცვლის

როცა პასუხისმგებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმაური – მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის პოლიტიკა და რეალობა, რომელსაც პოპულიზმი ვერ ცვლის

ჯანდაცვის სისტემის მართვა ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალფენოვანი გამოწვევაა თანამედროვე სახელმწიფოში. სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მენეჯერი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო უზარმაზარი სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების პასუხისმგებლობა და ამ პროცესში არაერთხელ დაამტკიცა როგორც სტრატეგიული ხედვა, ისე პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

სარჯველაძის პროფესიული გზა მხოლოდ მაღალი კლასის ადვოკატობისა და ადმინისტრაციული გამოცდილებით არ შემოიფარგლება. იგი არის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე იურისტი, რომლის მრავალწლიანი საპარლამენტო საქმიანობა ქმნის მყარ საფუძველს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას. ასეთი სინთეზი, სამართლებრივი აზროვნება და მენეჯერული პრაქტიკა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სფეროში, სადაც თითოეული ნაბიჯი ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ღირსებას და სოციალურ სამართლიანობას.

დღეს, როდესაც საზოგადოებრივი დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საჭიროა საკითხის არა ემოციური, არამედ რაციონალური ანალიზი.

ცხადია, ნებისმიერი პაციენტის, განსაკუთრებით კი ბავშვის ჯანმრთელობა არის აბსოლუტური პრიორიტეტი. თუმცა, გონიერი და პასუხისმგებლიანი მიდგომა გვავალდებულებს გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება :

სახელმწიფო რესურსები, რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს ეკონომიკა, მაინც შეზღუდულია. ( შეუძლებელია, მაგ: 350 მილიონიან აშშ-ში ტრილიონიანი ბიუჯეტით არსებობდეს სამედიცინო პროგრამები, რომელიც მისი ყველა მოქალაქის საჭიროებებს დაფარავდა ) .

სწორედ აქ ჩნდება მენეჯერული სირთულე – როგორ განაწილდეს რესურსი ისე, რომ დაცული იყოს სამართლიანობის პრინციპი და არ შეიქმნას პრეცედენტი, რომელიც ერთ ჯგუფს სხვა ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ჯგუფებთან მიმართებით უსამართლო უპირატესობას მიანიჭებს. მსგავსი პრეცედენტები არა მხოლოდ ფინანსურად მძიმე ტვირთად იქცევა, არამედ ინსტიტუციონალურ დონეზე შეიძლება დისკრიმინაციული პრაქტიკის ლეგიტიმაციაც გამოიწვიოს.

სარჯველაძის მიდგომა სწორედ ამ ბალანსის დაცვაზეა ორიენტირებული, ერთი მხრივ, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე მხრივ, არ დაირღვეს სისტემის მდგრადობა და სამართლიანობა. ეს არის რთული, მაგრამ აუცილებელი გზა, რომელიც პასუხისმგებლიან სახელმწიფო მართვას ახასიათებს.

სამწუხაროდ, მიმდინარე პროცესებში ხშირად შეინიშნება თემის პოლიტიზების მცდელობები. საზოგადოების ნაწილი ხედავს, რომ არასრულწლოვანი პაციენტების მშობლების ემოციური მდგომარეობა ზოგჯერ გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ასეთ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ რეალური სოციალური პრობლემა და მისი გამოყენება მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის. როდესაც საკითხი ეხება ბავშვების ჯანმრთელობას, ნებისმიერი სპეკულაცია ან მანიპულაცია არა მხოლოდ არაეთიკურია, არამედ საზიანოც.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ ჯანდაცვის სისტემის მართვა მოითხოვს არა პოპულისტურ დაპირებებს, არამედ რთულ, ხშირად არაპოპულარულ, მაგრამ გრძელვადიანად სწორ გადაწყვეტილებებს. მიხეილ სარჯველაძე ამ კონტექსტში წარმოჩნდება როგორც პროფესიონალი, რომელიც ახერხებს შეინარჩუნოს სისტემის სტაბილურობა, დაიცვას სამართლებრივი პრინციპები და იმავდროულად უზრუნველყოს პაციენტების მაქსიმალური მხარდაჭერა იმ რესურსების ფარგლებში, რაც სახელმწიფოს რეალურად გააჩნია.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor