• October

    25

    2024
  • 74
  • 0

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა წლიური საპროცენტო განაკვეთი რეკორდულ ნიშნულამდე, 21 პროცენტამდე გაზარდა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა წლიური საპროცენტო განაკვეთი რეკორდულ ნიშნულამდე, 21 პროცენტამდე გაზარდა. ეს არის ყველაზე მაღალი დონე ვლადიმერ პუტინის მმართველობის პირველი წლების შემდეგ.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, ელვირა ნაბიულინას განცხადებით, საპროცენტო განაკვეთის ზრდა საჭირო იყო ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც ამჟამად, 8.4 პროცენტია, რაც ფასების ზრდითა და ბიუჯეტის მასიური ხარჯებით არის გამოწვეული.

ელვირა ნაბიულინას განცხადებით, საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო გაზრდა მოსალოდნელია ბანკის დირექტორთა საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე.

„ფასების ზრდა სექტემბრის შემდეგ დაჩქარდა. გაიზარდა ინფლაციური მოლოდინიც. დაკრედიტებამ განაგრძო სწრაფი ზრდა. შეზღუდული შრომითი რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენების მაღალი მაჩვენებლების გამო, საწარმოები სულ უფრო და უფრო განიცდიან პრობლემებს საქონლისა და სერვისების წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით. მთავრობამ გამოაცხადა ბიუჯეტის ხარჯების დამატებითი ზრდა წელს, ასევე უფრო მნიშვნელოვანი ტარიფების ინდექსირება და გადამუშავების საფასურის ზრდა. ამ ფაქტორებიდან ზოგიერთი 2024 წელს უკვე გადაიზარდა მაღალ ინფლაციაში, რომელიც 8.0–8.5 პროცენტს მიაღწევს. ჩვენი გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, წლიური ინფლაცია მომავალ წელს 4.5–5.0 პროცენტი იქნება“, – განაცხადა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor