• September

    28

    2026
  • 197
  • 0
საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, მერაბ გამყრელიძემ თბილისის და რეგიონული სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, მერაბ გამყრელიძემ თბილისის და რეგიონული სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

უწყების ცნობით, მერაბ გამყრელიძის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოს, ასევე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონულ სტრუქტურულ დანაყოფებს ახალი ხელმძღვანელები ეყოლებათ.

საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად გიორგი ხარშილაძე დაინიშნა, კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად – გიორგი ჯავახიშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად – გიორგი კორსანტია, ხოლო ქვემო ქართლის სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელად – პაატა გორდაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში, მერაბ გამყრელიძემ რეგიონული დანაყოფების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, ეფექტიანი გამოძიებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. მან ასევე ისაუბრა სამსახურის გაძლიერებისა და განვითარების სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.

შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor