
სანდრო ბრეგაძე ,,ფსევდო ფოტოგმირებს” აფრთხილებს !
,,დიდი ხანი თავს ვიკავებდი ამ სიმართლის დაწერისგან, მაგრამ იურა მეჩითოვის მიერ შემთხვევით გადაღებული ფოტოთი, ყალბ ,,ფოტო-გმირებად” ქცეული სააკაშვილისტი თაღლითები ყელში ამოვიდნენ და ლუსტრაციას ვიწყებ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დისპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, ,,ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე წერს.
,,სამარცხვინოა, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილის ტრაგედიის ღამეს საერთოდ იქ არ ყოფილან და ამ დროს სახლში ტკბილად ეძინათ ( სხვა ნაც-ოპოზიციაში ჩაბუდებულ აფერისტებთან ერთად ) 1989 წლის 9 აპრილზე ზოგიერთი ვითომ ,,ფოტოგმირის” უსირცხვილო პირით აცხადებენ თავს გმირებად. სააკაშვილის-ლიბერასტულ ტელევიზიებში სხედან და კარგი დისიდენტებივით ზღაპრებს ყვებიან – თითქოს შიშველი ხელებით ებრძოდნენ რუსის ჯარს.
მაშინ მე გეტყვით სიმართლეს – ზვიადმა და მერაბმა მაშინ მე და ჩემს მეგობრებს გვთხოვეს უნივერსიტეტის სტუდენტური აქციების მართვა – ამიტომ სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო – ლიბერასტებად ქცეული ეს ,,ფოტო-გმირები” საერთოდ არ ყოფილან 1989 წლის 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე. უფრო მეტიც – კომკავშირლებთან ერთად ჩვენ გვებრძოდნენ 9 აპრილის წინა დღეებში.
ამიტომ ბოლო გაფრთხილებაა ჩემგან – უტიფრობასაც აქვს საზღვარი და კიდევ ბევრი უარესი ფაქტი სანამ არ გამიხსენებია-მოვუწოდებ დაოკდნენ ეს ყალბი ლიბერასტი 9 აპრილის ,,ფოტო-გმირები”
დაიღალა ხალხი ამდენი სიყალბით”,-აცხადებს ბრეგაძე.
მოამზადა-ირაკლი გიორგაძემ





