• May

    4

    2026
  • 59
  • 0
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა დღეს არ არის დაგეგმილი

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა დღეს არ არის დაგეგმილი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოში დღეს არ არის დაგეგმილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა.

საპატრიარქოს განმარტებით, მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა დღეს არ იგეგმება და საუბარია ჩვეულებრივ სამუშაო დღის წესრიგზე.

„მედიასივრცეში გავრცელებული ვარაუდებიდან და არაზუსტი ინფორმაციიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. ჩვეულებრივი სამუშაო დღის წესრიგია და არ იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor