
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, 1996 წელს დაბადებულმა ს.ო.-მ სასაზღვრო-გამტარი პუნქტის, „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანა 51 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-3 და 262-4 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.





