• June

    16

    2026
  • 31
  • 0
საფრანგეთის ქალაქ ევიანში „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს

საფრანგეთის ქალაქ ევიანში „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს

საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო. შეხვედრის დღის წესრიგის პირველი საკითხია უკრაინა, რომლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე ესწრება ლიდერების შეხვედრას.

საფრანგეთში ჩასვლისას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ახლა მისი ყურადღება სწორედ უკრაინაში ომის დასრულებაზე იქნება ფოკუსირებული.

როგორც „როიტერი“ წერს, ევროპელ ლიდერებს სურთ, დაარწმუნონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ უკრაინის პოზიციები გაძლიერებულია და ახლა უკვე ევროპა აქვს აღებული უკრაინის ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური დახმარების ტვირთი. „როიტერის“ ცნობით, ევროპელ ლიდერებს სურთ, სთხოვონ დონალდ ტრამპს, გადახედოს სტრატეგიას უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

მედიის ცნობით, შეხვედრაზე იმსჯელებენ, თუ როგორ მიუდგნენ მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

როგორც „როიტერი“ წერს, ევროპელი ლიდერები ასევე გეგმავენ, გააფრთხილონ დონალდ ტრამპი, რომ ირანთან ზედაპირული დროებითი შეთანხმება შეიცავს რისკს, რომ თეირანი შეძლებს გააძლიეროს ბირთვული და სარაკეტო პროგრამები.

დიდი შვიდეულის სამიტზე, უკრაინისა და ირანის გარდა, განსახილველ საკითხებს შორისაა გლობალური ეკონომიკური დისბალანსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას, და ხელოვნური ინტელექტის შეუქცევადი აღმავლობა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor