
საქართველოს თავდაცვის ძალების დღე ვაზიანში
საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანში საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წვევამდელების ფიცის დადების, ასევე, სამშობლოსათვის თავდადებისთვის მედლებით სამხედროების დაჯილდოების ცერემონია.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გიორგი მათიაშვილმა. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან დღეს 35 წელი შესრულდა.





