• April

    7

    2026
  • 74
  • 0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არაერთი მიმართულებით ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე, რაც კარგ საფუძველს წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობისთვის.

საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტაბილური სავაჭრო პარტნიორია. განიხილეს ყაზახეთიდან ინვესტიციების ზრდა საქართველოს ეკონომიკის საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა მათ შორის ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პოტენციალს და საქართველოსა და ყაზახეთის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას სატრანზიტო დერეფნის შემდგომი განვითარებისა და რეგიონულ დაკავშირებადობაში მისი როლის გაძლიერებისთვის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor