
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.
მთავრობის მეთაურმა სამტრედიელებს საფეხბურთო კომპლექსის გახსნა მიულოცა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, ასევე, FIFA-ს და UEFA-ს პროექტის მხარდაჭერისთვის და პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს.
სამტრედიის საფეხბურთო ცენტრში მოეწყო სტანდარტული ზომის, ორი ხელოვნურ საფარიანი მოედანი, განათებით და 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით. ასევე აშენდა ადმინისტრაციული შენობა.
ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებაში თბილისის მერი კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, FIFA-ს და UEFA-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





