• May

    12

    2026
  • 60
  • 0
საქართველოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას კახეთის რეგიონში უმასპინძლა. ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აზერბაიჯანის სამძებრო დეპარტამენტის უფროსი მუზაფფარ მამედოვი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ აზერბაიჯანელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მეზობელ რეგიონებს შორის სამართალდაცვით სფეროში მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას და გამოხატეს მზაობა, აქტიურად გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა არსებული კავშირების  გაფართოების მიზნით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor