• May

    18

    2026
  • 48
  • 0
საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაფორმდა შეთანხმება აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელების შესახებ, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს

საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაფორმდა შეთანხმება აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელების შესახებ, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს

აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას. აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.

დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს ხელი.

ასევე, გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი  სრულ ექსპლუატაციაში შევა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.

დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor