
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა პოზიციები გაცვალეს საერთაშორისო ვითარებასა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე, ასევე განიხილეს ორმხრივი კონტაქტების განრიგი.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, სატელეფონო საუბარი იყო კონსტრუქციული და საქმეზე ორიენტირებული.





