• September

    18

    2024
  • 107
  • 0
სომხეთის უსაფრთხოების სამსახური – სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე დაკავებულია სამი პირი, რომლებიც რუსეთთან არიან კავშირში

სომხეთის უსაფრთხოების სამსახური – სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე დაკავებულია სამი პირი, რომლებიც რუსეთთან არიან კავშირში

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე ეჭვმიტანილები დააკავა, რომლებიც რუსეთთან არიან კავშირში, – ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის ეროვნული უსაფროების სამსახურზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მიღებული იქნა ინფორმაცია წინასწარი შეთქმულებით ძალაუფლების უზურპაციისთვის მომზადებული პირთა ჯგუფის შესახებ. კერძოდ, ეს პირები, წინასწარი შეთქმულებით, სომხეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ყოველთვიურად დაახლოებით 220 000 რუსულ რუბლს იღებდნენ.

გეგმა მოიცავდა ეჭვმიტანილების რუსეთის ფედერაციაში სამთვიან სასწავლო შეკრებას, ახალი ტიპის მძიმე იარაღის გაცნობას და მათი გამოყენების სწავლას და სომხეთში დაბრუნების შემდეგ საბრძოლო მოვალეობის შესრულებას. Მათ 2024 წლის განმავლობაში გადაიბირეს სომხეთის რესპუბლიკის რამდენიმე მოქალაქე და მთიანი ყარაბაღის ყოფილი მცხოვრებლები.

მოგვიანებით, გადაბირებულთა ნაწილმა წვრთნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სომხეთში დაბრუნდა. აღნიშნულ ფაქტზე შვიდი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულია სამი პირი, ოთხი კი იძებნება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor