• December

    17

    2024
  • 88
  • 0
სტუდენტების ნაწილი თეატრალური უნივერსიტეტის ფოიეში შეიკრიბა – ისინი რექტორთან შეხვედრას და აქციებზე დაკავებულთა მიმართ სოლიდარობის შესახებ მკაფიო განცხადების გაკეთებას ითხოვენ

სტუდენტების ნაწილი თეატრალური უნივერსიტეტის ფოიეში შეიკრიბა – ისინი რექტორთან შეხვედრას და აქციებზე დაკავებულთა მიმართ სოლიდარობის შესახებ მკაფიო განცხადების გაკეთებას ითხოვენ

თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები უნივერსიტეტის შესასვლელში არიან შეკრებილები და რექტორთან, გიორგი შალუტაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი მოთხოვნაა, უნივერსიტეტმა გააკეთოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სოლიდარობას უცხადებს აქციის დროს დაკავებულებს.

“ჩვენ გვინდა სიტყვის თქმა, სტუდენტებს, რომელთა სიტყვა მნიშვნელოვანია ისმოდეს მკაფიოდ, ჩვენ ვართ თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები და დღეს, ვიკავებთ უნივერსიტეტის შესასვლელს იმ მიზეზით, რომ ითქვას ერთი და მთავარი სიტყვა მოცემულ სიტუაციაში, სოლიდარობა ანდრო ჭიჭინაძეს, თათა თავდიშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, გიორგი მახარაძეს, გიორგი ნაკაშიძეს, ირაკლი სირბილაშვილს, ავთო დიასამიძეს და ყველა დარბევის დროს დაზარალებულ და უკანონოდ დაპატიმრებულს. იმედს ვიტოვებთ ხვალ ეს სიტყვა ოფიციალურად უნივერსიტეტის სახელით დაფიქსირდება”,- აცხადებენ სტუდენტები.

მათივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ უნივერსიტეტში დარჩენას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor