• May

    5

    2026
  • 99
  • 0
სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, გიორგი ალადაშვილთან, მის მოადგილეებთან და დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრს გიორგი ალადაშვილმა დაცვის პოლიციის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია წარუდგინა და დეპარტამენტში მიმდინარე პროექტები გააცნო.

„სულხან თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, მათ შორის, დაცვის პოლიციელების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor