• September

    14

    2024
  • 77
  • 0
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში რაკეტმზიდი სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში რაკეტმზიდი სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში რაკეტმზიდი სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა. კიევში ვარაუდობენ, რომ ეს, შესაძლოა, „კალიბრის“ ტიპის რაკეტების გამოყენებით უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმების საფრთხეზე მიანიშნებდეს.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, 14 სექტემბრის დილის მდგომარეობით, შავ ზღვაში 16 რუსული ხომალდი იმყოფება, რომელთაგან შვიდი „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების მატარებელია, ხმელთაშუა ზღვაში კი ხუთი რუსული ხომალდიდან ოთხი „კალიბრის“ რაკეტების მატარებელია.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ბოლო თვეებში რუსეთს შავ ზღვაში 4-5 სამხედრო გემი შეჰყავდა. შავი ზღვის აკვატორიაში 10-ზე მეტი ხომალდი რუსეთმა 2024 წლის თებერვლის დასაწყისში შეიყვანა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor