• June

    16

    2026
  • 28
  • 0
ფრიდრიხ მერცის პარტიაში აცხადებენ, რომ ირანსა და აშშ-ს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმება კატასტროფაა ირანელი ხალხისთვის

ფრიდრიხ მერცის პარტიაში აცხადებენ, რომ ირანსა და აშშ-ს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმება კატასტროფაა ირანელი ხალხისთვის

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) საგარეო პოლიტიკის ექსპერტი როდერიხ კიზევეტერი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას აკრიტიკებს და კატასტროფას უწოდებს.

მისი თქმით, შეთანხმება ირიბად უჭერს მხარს კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ომს უკრაინის წინააღმდეგ და „ირანს ბირთვული ბომბის შექმნის საკმარის შესაძლებლობას უტოვებს“.

„ეს კატასტროფაა ირანელი ხალხისთვის“, – განაცხადა კიზევეტერმა.

ამასთან, კიზევეტერმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერი მხოლოდ მოკლევადიან შედეგზეა ფოკუსირებული.

„როგორც კი სასტიკი რეჟიმი იმუქრება, ტრამპი დათმობაზე მიდის და სწრაფი პიარგამარჯვებისთვის გრძელვადიან უსაფრთხოების ინტერესებს სწირავს“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 15 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმება უკვე მიღწეულია და ჰორმუზის სრუტე ნაწილობრივ გაიხსნა საზღვაო გადაზიდვებისთვის.

როგორც ცნობილია, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის საბოლოო პროექტი მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, თეირანის ბირთვული საქმიანობიდან დაწყებული ჰორმუზის სრუტის განბლოკვითა და ირანული ნავთობის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების მოხსნით დამთავრებული. შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში უნდა გაიმართოს

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor