
,,ქართული ოცნება” რეგიონებში კონცერტებს განაგრძობს
არჩევნებამდე 14 დღით ადრე ,,ქართული ოცნება” რეგიონებში კონცერტებს განაგრძობს.
ამჯერად დღეს მმართველი გუნდის მხარდამჭერ ღონისძიებას მცხეთა უმასპინძლებს. საზეიმო განწყობას რეზო და ბავშვები, თაკო გაჩეჩილაძე, ლადო ჯანელიძე და თემო საჯაია შექმნიან.
მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ – ამ იდეის ირგვლივ მოქალაქეები დღეს 19:00 საათზე კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და ,,ქართულ ოცნებას” მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
ავტორი – ირაკლი გუნია





