• May

    12

    2026
  • 36
  • 0
ქვემო ქართლში პოლიციამ 13 128 აბი „მეთადონი“ ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ქვემო ქართლში პოლიციამ 13 128 აბი „მეთადონი“ ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ირანის მოქალაქე მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულის პირადი და მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, „მეთადონის“ შემცველი 13 128  აბი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor