• April

    23

    2026
  • 29
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა

შალვა პაპუაშვილი – ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიის დაფუძნებით ივანე ჯავახიშვილმა შექმნა სივრცე, სადაც ქართული მეცნიერება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განვითარდა, სადაც აღიზარდა მრავალი თაობა, რომელთა შრომამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა და გაამდიდროს მსოფლიო მეცნიერება.

„დღეს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. მის სახელს უკავშირდება არა მხოლოდ ქართული ისტორიოგრაფიის მეცნიერული საფუძვლის შექმნა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება, არამედ საქართველოში თანამედროვე მეცნიერების ინსტიტუციური საძირკვლის ჩაყრა და განვითარება. მეოცე საუკუნეში ქართული მეცნიერების პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მიღწევები, არაერთი მსოფლიო დონის მეცნიერის გამოჩენა და სიმაღლე, სწორედ ივანე ჯავახიშვილის მიერ ჩაყრილი საძირკვლის დამსახურებაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიის დაფუძნებით ივანე ჯავახიშვილმა შექმნა სივრცე, სადაც ქართული მეცნიერება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განვითარდა, სადაც აღიზარდა მრავალი თაობა, რომელთა შრომამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნითა და ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა და გაამდიდროს მსოფლიო მეცნიერება. ვულოცავ საქართველოს საზოგადოებას ამ თარიღს და პატივს მივაგებ დიდ მეცნიერს, რომლის სახელიც სამუდამოდაა ამოტვიფრული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor