• May

    7

    2026
  • 60
  • 0
შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს, ანდრია მანდიჩს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე მოწვევისთვის.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ საპარლამენტო კავშირები წარმატებით ვითარდება და ხორციელდება საპარლამენტო გაცვლები.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მიულოცა მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მიღწევა, რაც გაწევრიანების შეთანხმებაზე მუშაობის დაწყებას გულისხმობს.

ანდრია მანდიჩმა აღნიშნულ პროცესზე ისაუბრა და საქართველოსთვის მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოხატა.  ასევე საუბარი შეეხო ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეასა და შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობას, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა, ამჟამად, საქართველოა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor