• May

    7

    2026
  • 71
  • 0
შალვა პაპუაშვილი – საქართველო შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ყურის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთგულია

შალვა პაპუაშვილი – საქართველო შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ყურის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთგულია

მედეგობის გასაძლიერებლად, ნდობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ, როგორც პარლამენტარებმა, უნდა გავაგრძელოთ ღია დიალოგი მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება, –განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთობლივი მუშაობით, განსაკუთრებით ისეთი რეგიონული პლატფორმების ფარგლებში, როგორებიცაა PABSEC და PAM, შესაძლებელია მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევა.

„სიამაყით აღვნიშნავ, რომ ამ ტურბულენტურ პერიოდში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი – უნიკალურ სიბრძნეს, მომავლის ხედვას ავლენენ და მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარებისათვის იმედს ქმნიან.

საქართველო შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ყურის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთგულია. გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით, განსაკუთრებით ისეთი რეგიონული პლატფორმების ფარგლებში, როგორებიცაა PABSEC და PAM, შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევას და უფრო სტაბილური და წარმატებული მომავლის ფორმირებას ჩვენი რეგიონებისთვის”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor