• June

    23

    2026
  • 31
  • 0
შალვა პაპუაშვილი : ,,საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო როლის გაძლიერებასთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებლობაც იზრდება”

შალვა პაპუაშვილი : ,,საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო როლის გაძლიერებასთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებლობაც იზრდება”

შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა

„გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 32 წლის იუბილეს. ჩვენთვის, ვინც ყოველდღიურად ვსარგებლობთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზრუნვით და გვერდში დგომით, განსაკუთრებულად დასაფასებელია ის პროფესიონალიზმი, ერთგულება და თავდადება, რომელსაც სამსახურის თითოეული თანამშრომელი ავლენს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყო ერთ-ერთი პირველი სრულად დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად შეიქმნა.

მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გამართული ფუნქციონირება ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„თქვენ ხართ მოქალაქეთათვის უხილავი ფრონტის მებრძოლები, რომელთა ყოველდღიური შრომა და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყო ერთ-ერთი პირველი სრულად დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად შეიქმნა ურთულეს, ტრაგიკულ და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდში, როდესაც არაერთი სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურა ჯერ კიდევ გარე გავლენებისა და ჩარევების ზემოქმედებას განიცდიდა.

1994 წელს ამ სამსახურის შექმნა შორსმჭვრეტელი და სახელმწიფოებრივი ხედვით მიღებული გადაწყვეტილებად აღმოჩნდა. სწორედ ამ უწყებამ შეძლო მაშინდელი პრეზიდენტის თავდასხმებისგან დაცვა, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახლად აღდგენილი ქართული სახელმწიფოებრიობის სტაბილურობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ეს ისტორია საქართველოს უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ხოლო თქვენი სამსახურის მნიშვნელობა კი შეუცვლელი.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო როლის გაძლიერებასთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებლობაც იზრდება. ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გარემო, თანამედროვე საფრთხეების მრავალფეროვნება და მზარდი გამოწვევები კიდევ უფრო ზრდის იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თქვენ გაკისრიათ. სწორედ ამიტომ, თქვენი სამსახურის გამართული ფუნქციონირება ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

გისურვებთ, ღირსეულად ატაროთ თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. გისურვებთ ისეთ მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს, სადაც თქვენი მსახურება გარე თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩება, მაგრამ მისი შედეგები ყოველდღიურად შეიგრძნობა სახელმწიფოს სიმტკიცეში და ინსტიტუტების გამართულ მუშაობაში.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დღეს. გისურვებთ წარმატებებს და ჯანმრთელად მსახურებას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor