• June

    8

    2026
  • 30
  • 0
შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში თავდასხმის შედეგად დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში თავდასხმის შედეგად დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, ლევან მაისურაძესთან ერთად, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა.

შსს-ს ცნობით, მინისტრმა ექიმებისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო, დაშავებულ პოლიციელს გამოჯანმრთელება უსურვა და გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.

„პატრულ-ინსპექტორს პატრულირებისას დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს. მერაბ ქავთარაძემ და პოლიციის მაიორმა გიორგი ძაძამიამ პატრულირებისას შენიშნეს მამაკაცი, რომელმაც ერთ პირს ჭრილობები მიაყენა და დანით მისდევდა. სამართალდამცველებმა მამაკაცს შეჩერებისკენ მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას და დანით თავს დაესხა.​ პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor