• October

    17

    2026
  • 51
  • 0
შიო მესამე – ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ ვეტერანთა დღეს, განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას

შიო მესამე – ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ ვეტერანთა დღეს, განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ვეტერანებს ვეტერანთა დღეს ულოცავს.

პატრიარქის მისალოცი წერილი ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ წაიკითხა.

როგორც პატრიარქი მილოცვაში აღნიშნავს, ვეტერანებს განსაცდელის ჟამს თავი არ დაუზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეს.

„ძვირფასო ვეტერანებო, პატივისცემით მოგესალმებით და გულითადად გილოცავთ ვეტერანთა დღეს! საქართველოს ისტორიამ სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის არაერთი მაგალითი შემოგვინახა. რწმენითა და მამულის ერთგულებით განმტკიცებული ჩვენი წინაპრები საუკუნეთა განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებას, ერთიანობას, მშვიდობას. თქვენი ღვაწლიც ამ ღირსეული ისტორიის განუყოფელი ნაწილია. განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ და უანგაროდ ემსახურეთ მას. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას.
სამწუხაროდ, ბევრი თქვენი თანამებრძოლი გამოაკლდა ამ წუთისოფელს. შევთხოვთ უფალს, მართალთა სავანეში დააწესოს მათი სულები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგმადლოთ თვისი მადლი და წყალობა თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია შიო მესამის მილოცვაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor