• May

    12

    2026
  • 33
  • 0
შსს – დააკავეს პირი, რომელიც ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა

შსს – დააკავეს პირი, რომელიც ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა.

„პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა და ნაქურდალი საწვავი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველების მიერ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor