• June

    29

    2026
  • 40
  • 0
ცოტნე ივანიშვილი – საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე

ცოტნე ივანიშვილი – საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე

საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იმ ევროკავშირისკენ უნდა მიდიოდეს, რომელზეც ევროპა აშენდა.

„საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, ქრისტიანული მორალი, ადამიანის უფლებები და ა.შ. ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა – მათ ხარჯზე. ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს ევროპისკენ სვლა ჩვენი ღირებულებების ხარჯზე, არამედ იმ ღირებულებებით, რომელზეც ევროკავშირი დგას და აშენდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor