
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ხაზარაზის სიცრუეს პარტიის წევრები ემიჯნებიან
არაერთ ტყუილში მხილებულ მევახშე მამუკა ხაზარაძის პარტიაში წამსვლელთათვის კარი გაიღო. როგორც ირკვევა, ხაზარაზის სიცრუეს მისი პარტიის წევრები ემიჯნებიან.
,,ლელო”-ს აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ერთ-ერთმა წევრმა პარტია დატოვა. ამის შესახებ სულხან კოჩალიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც კოჩალიძემ განაცხადა ის პირადად მამუკა ხაზარაძეს ემიჯნება.
,,დღეს მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ “ლელოს” და ვემიჯნები პირადად მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც, როგორც დავინახე პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად. ხაზარაძე ადამიანია, რომელიც ვაჭრობს საკუთარი პარტიით მხოლოდ მისი ინტერესების დაცვის მიზნით. იგი დარჩა მევახშედ, რომელიც ვაჭრობს საქართველოსა და მოსახლეობის ბედით, რის გამოც მე ვერ დავრჩები მსგავს უპრინციპო და გამყიდველ კაცთან. მოვუწოდებ პარტიაში დარჩენილ მეგობრებს გააკეთონ სწორი არჩევანი “,- წერს სულხან კოჩალიძე.
ავტორი ირაკლი გუნია





