• October

    8

    2023
  • 147
  • 0

ხატია წილოსანი – რუმინეთის და უნგრეთის დელეგაციები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მკაფიო გზავნილებია, რომ ქვეყანა გახდება ნატო-ს და ევროკავშირის წევრი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ხატია წილოსანის განცხადებით, რუმინეთის და უნგრეთის დელეგაციები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

წილოსანის განმარტებით, მათი მხრიდან იყო მკაფიო გზავნილები, რომ საქართველო არის ევროპა და ქვეყანა აუცილებლად გახდება როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის წევრი.

„მნიშვნელოვანი მოლოდინებია მათი მხრიდან, რომ ჩვენი ქვეყანა სრულად იყოს ინტეგრირებული ევროპულ ოჯახში და ქართული მხარე ყოველთვის მზად არის, მიაწოდოს პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროგრესთან დაკავშირებით, როგორც უსაფრთხოების საკითხებზე, ისე ევროპული რეკომენდაციების შესრულების კუთხით“, – განაცხადა ხატია წილოსანმა კოპენჰაგენში გამართული შეხვედრების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს, რომელიც 7-9 ოქტომბერს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმართება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor