• October

    21

    2024
  • 87
  • 0
ჯანდაცვის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ახალი მომსახურება დანერგა

ჯანდაცვის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ახალი მომსახურება დანერგა

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან სახელმწიფო დაფინანსებით „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება“, ე.წ. დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ამოქმედდა, რომელიც „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაინერგა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ცენტრის საქმიანობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე ადგილზე გაეცნენ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი ცენტრების მუშაობა ხელს შეუწყობს შშმ პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას და საზოგადოებაში სრულყოფილ ინტეგრაციას. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ცენტრების მუშაობის სტანდარტიზაციის მიზნით, 2023 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მომსახურების მინიმალური სტანდარტები“, ხოლო 2024 წლის ოქტომბრიდან მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ნაწილი გახდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor