• October

    18

    2024
  • 74
  • 0
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე წყალმომარაგების ქსელის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე წყალმომარაგების ქსელის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე წყალსადენის ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო, რომელშიც კომპანია 1,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 6.5 კმ სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები განახლდება, 53 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, 27 საკვანძო ჭა და 17 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყობა.

„აღსანიშნავია, რომ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე, არსებული წყალსადენის ხანდაზმული ქსელების შეცვლასთან ერთად, აუცილებელი იყო ახალი ქსელის განვითარება. სარეაბილიტაციო პროექტის მიზანი სწორედ არსებული აბონენტების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფა და ახალი აბონენტების დამატების შესაძლებლობაა“, – განაცხადა „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სექტემბერში დაიწყო და იანვრის ბოლოს დაასრულებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor