• May

    8

    2026
  • 25
  • 0
​ჰორმუზის სრუტეში ჩინეთის ნავთობის ტანკერზე თავდასხმა მოხდა

​ჰორმუზის სრუტეში ჩინეთის ნავთობის ტანკერზე თავდასხმა მოხდა

ჰორმუზის სრუტეში ჩინეთის ნავთობის ტანკერზე თავდასხმა მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ტანკერზე ჩინელი ეკიპაჟის წევრები იმყოფებიან. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნავთობის ტანკერზე თავდასხმა 4 მაისს მოხდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ლინ ძიანის განცხადებით, ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალდნენ და სრუტეში ჩარჩენილები არიან დიდი რაოდენობით გემები და ეკიპაჟის წევრები.

ჩინეთის მხარე მიიჩნევს, რომ სრუტეში შეუფერხებელი გადაადგილების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა და სამოქალაქო გემებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების დაცვა რეგიონის ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებს ემსახურება.

„ჩინეთი მოუწოდებს ყველა მხარეს, მიიღონ პრაქტიკული ზომები, რათა თავიდან აიცილონ სრუტეში სიტუაციის გაუარესება. ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა გააგრძელოს ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების ხელშეწყობისა და სრუტეში ვითარების დეესკალაციის მიზნით“, – აღნიშნა ლინ ძიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor