• December

    15

    2024
  • 82
  • 0
რუსთაველზე აქცია ამ დროისთვის დასრულებულია

რუსთაველზე აქცია ამ დროისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ეტაპზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან.

რამდენიმე წუთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიის დასუფთავებას შეუდგებიან, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს დილიდან, 07:00 საათიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას, ასევე ხელისუფლების განცხადებას, რომლის თანახმადაც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები დღის წესრიგში არ დადგება.

აქციის მონაწილეებმა დღევანდელი დღე სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს. მათ შორის პარლამენტის წინ მიიტანეს დიპლომები. ისმოდა შეძახილები: „დიპლომი ყაველაშვილს“. მომიტინგეებმა ასევე ითამაშეს ბურთი.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნაა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება და ასევე, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor