• October

    22

    2024
  • 87
  • 0
200-მდე დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინები გადაეცა

200-მდე დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინები გადაეცა

200-მდე დევნილ ოჯახს ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი ხუთ 16-სართულიან კორპუსში 800 ბინას აერთიანებს.

დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მიულოცეს.

მათ ახალაშენებული ბინები დაათვალიერეს და საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დევნილი ოჯახების განსახლება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტია და ამ მიზნით საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს. შერვაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მშენებლობა ქვეყნის ხუთ ქალაქში – თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.

მინისტრებთან ერთად, ადგილზე, ასევე იმყოფებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და სხვა სტუმრები.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor