
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა დაისაჯონ დამნაშავეები, ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს სიმშვიდე და სტაბილური განვითარება ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე გაგრძელდეს
თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც ჰქონდა 2012 წლის არჩევნებს. არჩევნებთან ერთად, ეს არის რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა, საზოგადოების მორალური გადაგვარება ან ტრადიციული ფასეულობები, ბნელ წარსულში დაბრუნება ან საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ










