
კახა კალაძე – ახალგაზრდები ხართ ქვეყნის მომავალი და ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა, რათა თქვენი ნიჭი მოახმაროთ ჩვენი ქვეყანის განვითარებას
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუნიციპალური პროგრამის, „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში თბილისის მერიისა და „სქილვილის“ შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება „სქილვილის“ დამფუძნებელმა, გიორგი მარიამიძემ გახსნა. დედაქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროგრამის მიზნებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. „ქვეყანაში ბევრია ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს დასაქმდეს. პარალელურად, გვყავს ბიზნესსექტორი, რომელიც ითხოვს კვალიფიციურ, პროფესიონალ კადრებს. შესაბამისად, დაახლოებით ხუთი










