
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა რუსთავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე
მოგესალმებით რუსთავის, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის, წალკისა და თეთრიწყაროს მოსახლეობას! მივესალმები უძველესი და უნიკალური ისტორიის მქონე მხარეს, რომელიც გამორჩეულია ისტორიული ძეგლებით, ულამაზესი ბუნებით და რაც მთავარია, გასაოცარი ხალხით! მივესალმები პირველი ევროპელების მხარეს, სადაც თითქმის ორი მილიონი წლის წინ დაირწა ცივილიზაციის აკვანი. მივესალმები მხარეს, რომელიც ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს – ბოლნისის სიონს და ქართული დამწერლობის










