
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
კონსერვატორიის სტუდენტის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა
კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით სასამართლოს შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. მოსამართლის განჩინებით, მირიან თოხაძეს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება. ის სამედიცინო დაწესებულებაში მაქსიმუმ, 20 დღით მოთავსდება. აღნიშნულმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ხომ არ იყო თოხაძე დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი ან ხომ არ










