
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ისეთი ჩანაწერებია, რომლებიც ქართულ და ევროპულ ღირებულებებს უპირისპირდება, კიდევ ერთხელ ააშკარავებს შიდა და გარე აქტორების ზრახვებს
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ისეთი ჩანაწერებია, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება როგორც ქართულ, ასევე ევროპულ ღირებულებებს და პირდაპირ კონფლიქტში მოდის სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. იონათამიშვილის თქმით, ეს ვერანაირად ვერ იქნება სერიოზულად აღქმული. „ევროპარლამენტის რეზოლუცია არის საქართველოს ღირსების შელახვის და ოკუპაციის მცდელობა, რაც არავის გამოუვა. ჩვენ ვართ ამაყი და










