
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთში გასულ ღამეს 47 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსეთის რამდენიმე რეგიონში გასულ ღამეს 47 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სულ 47 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, აქედან 24 ბრიანსკის ოლქში, 5 ბელგოროდის ოლქში, 2-2 კურსკისა და როსტოვის ოლქებში, ხოლო ერთი კრასნოდარის რეგიონში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზოვის ზღვის ტერიტორიაზე 13 უპილოტო საფრენი აპარატია ჩამოაგდებული.










