
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა. მთავრობის მეთაური აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, აჰმედ ალ საიემ გააცილა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველოს ისტორიაში










