
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის სამ თვეში უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინეს. „მათგან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. მათივე ცნობით, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ ჯამში 139 კგ-ს გადააჭარბა. „ბრაკონიერები










