
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში
დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება, როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესზე. „ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო










