
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
კახეთში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მისავე საცხოვრებელ სახლში ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ნათესავს სანადირო თოფიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა. „დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად










