
ირმა ინაშვილი : ,,ქოლ-ცენტრების თითქოსდა მფარველობის თემის მიბმა ღარიბაშვილთან, თვალნათლივ გვაჩვენებს, რაოდენ გახრწნილია კობახიძის მმართველობა”
,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს : ,,ქოლ-ცენტრების თითქოსდა მფარველობის თემის მიბმა ღარიბაშვილთან, თვალნათლივ გვაჩვენებს, რაოდენ გახრწნილია კობახიძის მმართველობა. ქვეყანამ იცის, რომ ღარიბაშვილს არანაირი შეხება ქოლ-ცენტრებთან არ ჰქონია, მაგრამ კობახიძის ხელისუფლება ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დანაშაულს მიაკერებს და ვითომ მოწმეებსაც მოძებნის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამხელს, რაოდენ მასშტაბურ ბოლშევიკურ მმართველობასთან გვაქვს საქმე. მაინტერესებს, როდის










